ახალი ამბები
პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა
FaceBook
რიონის ხეობაში,  სოფელ გუმათჰესთან აღმართული ჯებირების იქით გადაადგილება ჟურნალისტებისთვის და აქტივისტებითვის აკრძალულია.
ე.წ. ბლოგ საგუშაგოსთან მყოფი პოლიციელები მხოლოდ ადგილობრივებს, ისიც შემოწმების შემდეგ ატარებენ. 

რიონის ხეობის მცველების თქმით, დღეს მოძრობა იმის გამო შეზღუდს, რომ  კომპანია "ენკა" მთის აფეთქებას გეგმავს. 

ადგილზე  ამ დრომდე რჩებიან აქტივისტები, რომლებიც ამბობენ, რომ დილით, გამთენიისას კომპანიის ორმა მანქანამ გაიარა. 

"დილით, მაშინ როცა შედარებით  ცოტანი  ვიყავით  შეძლეს  გასვლა. რამდენადაც მივხვდით საწვავის მანქანები იყო", - ამბობს ნამახვანჰესის  ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დავით ყურაშვილი. 

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”  ლიდერები უკვე მესამე დღეა სოფელ გუმათის შესასვლელში  კომპანია "ენკას" სასწყობე ოფისთან  გზა აქვთ გადაკეტილი. ისინი ტერიტორიაზე კომპანიის ტექნიკას არ უშვებენ. 

რიონის ხეობაში ორი დღეა ხმაური და დაძაბულობაა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც  ხეობის მცველები თბილისში ოთხდღიანი აქციიდან,  26 მაისს,  პროტესტის თავდაპირველ ადგილზე კოლონებით დაბრუნდნენ.

ხეობაში  დაბრუნებულებს გუმათჰესთან რკინის ჯებირები და პოლიციის კორდონი დახვდათ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში მოლაპარაკებების ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გადაინაცვლა.

24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, თუმცა, შეხვერა არ შედგა.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 213 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.


ამავე თემაზე:


Print