ახალი ამბები
„სასწავლო პროგრამის ხარვეზები წლებია არსებობს" - შეხვედრა სტუდენტებთან წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს დღეს, უნივერსიტეტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ და ჟურნალისტიკის სპეციალობის ლექტორებმა.
შეხვედრაძე სტუდენტებმა სასწავლო პროგრამის ხარვეზებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისეთ საგნებს სწავლობენ, რაც მათი პროფესიისთვის არა არის საჭირო.

"სასწავლო პროგრამის ხარვეზები უკვე წლებია არსებობს. ვსწავლობთ, ეკონომიკის პრინციპებს საფუძვლიანად, ასევე, პოლიტოლოგიას და გეოგრაფიას, ხოლო ჩვენ პროფესიაში მნიშვნელოვანი საგნები არც კი გვისწავლია, ხშირ შემთხვევაში კი რამდენიმე წელია ერთი და იგივეს თემებს ვსწავლობთ "- ამბობს ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი ვახო კაჩუხაშვილი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, სტუდენტებს დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში ყველა დასმული საკითხი გადაიხედება.

"მომავალი წლიდან ვვარაუდობთ გამოვასწოროთ ყველა ხარვეზი "- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ.

შეხვედრა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების ინიციატივით ჩატარდა და ის კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. 

თეონა წითაძე

Print