ახალი ამბები
ქუთაისში "მზეჭაბუკი"-ს მონუმენტის ირგვლივ სკვერი მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე ("მზეჭაბუკი"-ს მონუმენტის ირგვლივ) სკვერის მოსაწყობად ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. 

ტენდერი 166`715 ლარის ღირებულებისაა. 

წინადადებების მიღება იწყება 5 ივნისს და 8 ივნისს სრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღე. 

ქანდაკების ავტორი მერაბ ბერძენიშვილია. მონუმენტი „დიდების“ მემორიალის ერთ-ერთი ფრაგმენტია. მემორიალი 2009 წელს დაანგრიეს.
Print