ახალი ამბები
"სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს პროცესი არ შეწყდება" - შუქრუთში პროტესტი გრძელდება
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში, ორი მოშიმშილე რომელიც გუშინ ცუდად გახდა პროტესტს  ისევ აგრძელებს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ეთერ გაფრინდაშვილის თქმით, ორივე მათგანი კარავში გუშინ დაბრუნდა.

"ორივე გადასხმაზეა მაგრამ კარავში დაბრუნდნენ. ამბობენ სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს პროცესს არ შევწყვეტო. იმედი გვაქვს რომ ხელისუფლება მალე მოეგება გონს", -  ამბობს შუქრუთის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეთერ გაფრინდაშვილი.

შუქრუთში 18 დღეა, აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას პირის ამოკერვას და შიმშილობას მიმართეს. კოროხნალის მაღაროსთან რვა ადამიანი პირამოკერილი შიმშილობს, მათ შორის სამი ქალია.

აქციის ორი მონაწილე გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჭიათურაში 101 დღეა ადგილობრივები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციების მიღებას ითხოვენ. 

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება, 99-ე დღეა აპროტესტებენ. ათი დღის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.

სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

ამავე თემაზე:


შუქრუთში მოშიმშილეები ცუდად გახდნენ


"ჯორჯიან მანგანეზის" სიტყვიერი დაპირების არ გვჯერა" - შუქრუთელები პროტესტს აგრძელებენ


ჭიათურაში შიმშილობა კიდევ ერთმა ადამიანმა დაიწყო


შიმშილობის მეოთხე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

შუქრუთელების მდუმარე პროტესტი (ფოტო)


"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის პროტესტზე


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ჭიათურაში კომპენსაციების მიღების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა
Print