ახალი ამბები
შუქრუთში მოშიმშილეები ცუდად გახდნენ
FaceBook
ჭიათურაში ორი მოშიმშილე, რომლებსაც 17 დღეა პირი აქვთ ამოკერილი, შეუძლოდ გახდა.
ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი აქტივისტის, ჯანო ლაბაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"გადასხმა გაიკეთეს და ახლა უკეთ არიან. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, არ შევწყვეტთ პროტესტს. ვიდრე ხელისუფლება არ დაიცავს ჩვენს კერძო საკუთრებისა და ადამიანის უფლებას, ეს პროცესი არ შეწყდება. ფატალურადაც რომ დასრულდეს, მაინც. იქნებ მერე მაინც მოეგოს გონს ხელისუფლება", - ამბობს ჯანო ლაბაძე.

ჭიათურაში 101 დღეა ადგილობრივები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციების მიღებას ითხოვენ. 17 დღის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოკვეთეს.

ახლა კი კოროხნალის მაღაროსთან 8 ადამიანი შიმშილობს.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება, 99-ე დღეა აპროტესტებენ. ათი დღის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.

სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

ამავე თემაზე:


"ჯორჯიან მანგანეზის" სიტყვიერი დაპირების არ გვჯერა" - შუქრუთელები პროტესტს აგრძელებენ


ჭიათურაში შიმშილობა კიდევ ერთმა ადამიანმა დაიწყო


შიმშილობის მეოთხე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

შუქრუთელების მდუმარე პროტესტი (ფოტო)


"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის პროტესტზე


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ჭიათურაში კომპენსაციების მიღების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა
Print