ახალი ამბები
პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზება - რიონის ხეობაში მცველებს ელოდებიან (ვიდეო)
FaceBook
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების თბილისიდან ხეობაში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე, ადგილზე სამართალდამცველების უპრეცენდენტო მობილიზებაა.


გუმათჰესიდან სოფელ ნამოხვანის მიმართულებით პოლიცია ავტომანქანებით და ცოცხალი ძალითაა მობილიზებული. ისინი ხეობის თითქმის მთელ პერიმეტრზე არიან განლაგებული. პერიოდულად, სამართალდამცველებს დამატებითი საპოლიციო ძალები უერთდება. ადგილზე იმყოფება იმერეთის, რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, კოკა მაისურაძე.

რიონის ხეობაში პოლიციამ მობილიზება დილიდან დაიწყო. გუმათჰესთან, სადაც აქტივისტების კარვებია გაშლილი, სამართალდამცველებმა ისევ აღმართეს რკინის ჯებირები. პოლიციის დამატებითი ძალები ხეობაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც ხეობის მცველებმა უკან დაბრუნების შესახებ გააკეთეს განცხადება. აქტივისტები უკვე გზაში იმყოფებიან და ხეობისკენ მიემართებიან.
Print