ახალი ამბები
2016 წელს ქუთაისში სოციალურ პროგრამებზე 3 მილიონ ლარამდე გამოიყო
FaceBook
ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელება ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისთვის 3 614 000 ლარია განსაზღვრული. აქედან სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების პროგრამების განხორციელებას 2 839 000 ლარი მოხმარდება. 

სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების პროგრამებიდან, ყველაზე დიდი მოცულობის თანხა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამაშია განსაზღვრული.

2016 ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა 720 ათას ლარს შეადგენს.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომის პროგრამისათვის - 150 ათასი ლარით.

სოციალური საცხოვრისისა და კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი თანხა კი 20 ათას ლარს შეადგენს.

ქუთასის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გასულ კვირას დაასრულა.

საერთო ჯამში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი 47 713 700 ლარით არის განსაზღვრული.


Print