ახალი ამბები
საქართველოში სულ 121 268 პირია აცრილი
FaceBook
ბოლო 24 საათის მონაცებით, საქართველოში სრულად აცრილია 121 268 პირი.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში სრულად აცრილია 17 518 პირი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის დაწყებიდან გასულია 51 დღე.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესს, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც შეუერთდნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საქართველოშიც,ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ადამიანიდან ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს 1.8 ადამიანს.

საქართველოში ასევე შეომოსულია ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი". "სინოვაკით" აცრაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

Print
თეგები: #ვაქცინა