ახალი ამბები
დღეიდან დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა მიღებას განაახლებს
FaceBook
სათაფლიაში ვიზიტორთა მიღება ახალი ეკოტურისტული ბილიკით განახლდება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ახალი ბილიკი საფეხმავლოა.

"ბილიკის გარდა ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ისიამოვნონ დინოზავრების პარკის, მუზეუმის, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობისა და შუშის პანორამული გადმოსახედის ხილვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვიზიტორთა მიღება დროებით შეჩერებულია სათაფლიას მღვიმეში, თუმცა სულ მალე აღდგება. ოკაცეს ჩანჩქერზე ზიპ-ლაინი განახლდა, რომლის სიგრძე 700 მეტრამდეა''-, განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

საქართველოს 93-ვე დაცული ტრიტორია დღეს გაიხსნა.

უწყების განმარტებით, ვიზიტორისთვის სავალდებულოა კოვიდ 19-ის წინაღმდეგ რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას სავალდებულოა პირბადე, რომელიც კარგად ფარავს ცხვირსა და პირს, ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა, სავალდებულოა 2 მეტრიანი დისტანცია.

რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით.

სამუშაო საათები:

პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00

სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00

ოკაცეს კანიონი: ყოველდღე 10:00 – 18:00

ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): ყოველდღე 10:00 – 18:00

მარტვილის კანიონი: ყოველდღე 10:00 – 18:00

დასავლეთ საქართველოში მღვიმეების და კანიონების გახსნას საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია, ერთი კვირის წინ ითხოვდა.

დაცული ტერიტორიები კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასული წლის ნოემბრიდან დახურული იყო.

Print