ახალი ამბები
გოგი წულაიას მიმართ ახალი საქმის წარმოება დაიწყო
FaceBook
პატიმრობაში მყოფ გოგი წულაიას მიმართ ახალი საქმის წარმოება დაიწყო.
ამის შესახებ დაკავებულის უფლებადამცველმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

"წინა სასამართლო პროცესზე, როდესაც მოისმინა წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდება, გოგი წულაიამ უდიერად მოიხსენია მოსამართლე. ამის გამო მოხდა ახალი საქმის წარმოება. თუმცა მაშინათვე, იგი გააძევეს სასამართლო  სხდომიდან",   - განმარტავს ვალერი გელბახიანი.

გოგი წულაიას წინააღმდეგ საქმის წარმოება  დამატებით  366-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს.

გოგი წულაიას მორიგი სასამართლო პროცესი 31 მაისსაა ჩანიშნული.

პოლიტიკოსი  თბილისში, 17 მარტს დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მან გულზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა.

პოლიტიკოსს ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გოგი წულაიამ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

Print
თეგები: #გოგი წულაია