ახალი ამბები
შუქრუთში აქციის მონაწილეებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელბი ჩავიდნენ
FaceBook
შიმშილობის 15-ე დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში გაფიცულებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდათ.
ომბუდსმენის წარმომადგენლებს გაფიცულები  სოფელში "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გამოწვეულ   პრობლემებზე ესაუბრეს, რომლის შედეგადაც მათი სახლები ინგრევა.

"ორი წარმომადგენელი იყო მოსული, ვისაუბრეთ ჩვენს პრობლემებზე, არ ვიცი კიდევ ჩამოვლენ თუ არა, მოისმინეს ჩვენი პოზიცია და წავიდნენ", -  ამბობს  აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ლაბაძე.

სამი თვეა სოფელ შუქრუთში   კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მხრიდან  დანგრეული  სახლების სანაცვლოდ კუთვილ კომპენსაციებს ითხოვენ. თუმცა, იმის გამო, რომ  მათი პროტესტით არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისფლება არ დაინტერესებულა ათი დღის წინ, სამმა ადგილობრივმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და  პირი ამოიკერა. 

დღეს კი, ამ ფორმით პროტესტს 8 ადამიანი გამოხატავს, მათ შორის არიან ქალებიც. 

კომპანია  "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

ამავე თემაზე:

შუქრუთში ქალებმაც პირი ამოიკერეს - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება


"ჯორჯიან მანგანეზის" სიტყვიერი დაპირების არ გვჯერა" - შუქრუთელები პროტესტს აგრძელებენ


ჭიათურაში შიმშილობა კიდევ ერთმა ადამიანმა დაიწყო


შიმშილობის მეოთხე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

შუქრუთელების მდუმარე პროტესტი (ფოტო)


"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის პროტესტზე


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ჭიათურაში კომპენსაციების მიღების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა
Print