ახალი ამბები
წყალტუბოს ხუთ სანატორიუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
FaceBook
წყალტუბოში საბჭოთა დროს აშენებულ საკურორტო დანიშნულების ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სტატუსის მატარებელი იქნება ხუთი სანატორიუმი: "ივერია", "გელათი",  "იმერეთი", "მედეა" და  "მეტალურგი". ასევე, კულტურულ მემკვიდრეობას უკვე წარმოადგენს წყალტუბოს №6 წყაროს შენობა,  №8 აბაზანა და რკინიგზის შენობა.

წყალტუბოს აღორძინების გეგმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს დააანონსა, თუმცა, წელიწადნახევრის შემდეგ, არც გეგმაა და არც აღორძინებული ქალაქი.

22 მიტოვებული სასტუმრო და 9 აბანო ისევ მეპატრონის მოლოდინშია.

დაპირებული რეაბილიტაციის არც კონკრეტული თარიღი იცის ვინმემ და არც ის, თუ რა თანხა დასჭირდება საბჭოთა დროის ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის აღდგენას.

ამავე თემაზე:

წყალტუბო დაპირებული "აღორძინებიდან" ერთი წლის შემდეგ
Print