ახალი ამბები
2016 წელს ქუთათელ-გაენათის ეპარქიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყო
FaceBook
გასულ წელს ეპარქიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსაზღვრული დაფინანსება 35 000 ლარს შეადგენდა.


2016 წლის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ააიპ ქუთათელ -გაენათის ეპარქიის დაფინანსება ბიუჯეტიდან  50 ათასი ლარით განისაზღვრა.

"ქალაქში არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლები საჭიროებენ გარკვეულ მხარდაჭერას," - აღნიშნულია 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ქუთათელ-გაენათის ეპარქიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს განსაზღვრული დაფინანსება 35 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, წლის ბოლოს ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 68 ათასი ლარი შეადგინა.
Print