ახალი ამბები
ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ
FaceBook
ქუთაისში, ტაქსის კომპანია "მაქსიმის" ოფისთან 200-მდე მძღოლია შეკრებილი და მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობს.

გაფიცულები აცხადებენ, რომ მომსახურებაზე დაწესებული დაბალი ტარიფის გამო, რაც მათი ანაზღაურების რაოდენობას განსაზღვრავს, შემოსავლები იმდენად მწირია, რომ მათ ხარჯებს არ ყოფნის. მძღოლები კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

"მაქსიმის" მძღოლები იგივე მოთხოვნით სხვადასხვა პერიოდში რამდენჯერმე გაიფიცნენ.

"მაქსიმი"  კერძო კომპანიაა და ის ბაზარზე 2016  წელს შემოვიდა.
Print