ახალი ამბები
იმერეთში, ფინანსთა სამინისტრომ ნაკვეთის მოტყუებით დარეგისტრირების ფაქტზე ხუთი პირი ამხილა
FaceBook
იმერეთის რეგონში სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთის მოტყუებით დარეგისტრირების ფაქტზე ხუთი პირი ამხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სმაინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება

გამოძიების ამ ეტაპზე მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთების ნაწილი დაბრუნებულია სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ნაწილზე ბიუჯეტში შეტანილია შესაბამისი თანხა ზიანის ანაზღაურების სახით.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების გამოყენებით, იმერეთის რეგიონში მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთი, საერთო მოცულობით 22 037 კვადრატული მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.




Print