ახალი ამბები
26 მაისს გაყიდული ღირსებით ვხვდებით - მაკა სულაძე
FaceBook
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გვიახლოვდება. როგორ ვხვდებით ამ დღეს - გაყიდული ხეობით, გაყიდული ღირსებით! -
მიმართა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მაკა სულაძემ თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ხალხს. 

რიონის ხეობის მკვიდრის მაკა სულაძის განმარტებით, ხეობის პრობლემა არ არის მხოლოდ იმ ადამიანების  გასაჭირი, რომლებიც იქ ცხოვრობენ. 

"26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გვიახლოვდება. როგორ ვხვდებით ამ დღეს - გაყიდული ხეობით, გაყიდული ღირსებით! რა ვუთხრათ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა და შეგვინარჩუნა სამშობლო. რა  ვუთხრათ იმ გმირების დედებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მიწას მიაბარეს თავიანთი შვილები, იმისათვის რომ ჩვენ აქამდე მოვსულიყავით. რა ნამუსით მივლენ მათ საფლავებთან ხელისუფლება. ხალხნო, ბლოგ-პოსტი გვაქვს რიონის ხეობაში და  საკუთარ მამასთან ვერ მივსულვარ თუკი მაღალ ეშელონებთან არ შევათანხმე.  მე თქვენი პატრიოტიზმის იმედი  მაქვს.  ამიტომაც გამოვეშურეთ დედაქალაქისკენ, როგორც დედისკენ",   - განაცხადა ფართომასშტაბიან აქციაზე მაკა  სულაძემ.

თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქია მიმდინარეობს. 

პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება „რიონის მცველებმა“ კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ ერთი წლის განმავლობაში ნამახვანჰესის მშენებლობაზე მორატორიუმს გამოაცხადებდა, თუმცა მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.

რიონის ხეობის მცველებს პროტესტის თავდაპირველ ადგილამდე - ნამოხვანში, სადაც კარვები ქონდათ გაშლილი, აღარ უშვებენ, სოფელში შესასვლელ გზას პოლიცია.
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 209 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:


Print