ახალი ამბები
გოგი წუალაია საკნიდან პარტიის დაარსებას აანონსებს
FaceBook
პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია პარტიის დაფუძნებას აანონსებს.
ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელის მეშვებიოთ აქვეყნებს.

,,მოგესალმებით მეგობრებო, მხარდამჭერებო და უბრალოდ გულშემატკივრებო გლდანის მე-18 სამკურნალო სასჯელაღსრულების 405 საკნიდან .მინდა გითხრათ , რომ როდესაც დავტოვე პარტია "თავისუფალი საქართველო" , ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას , ნუ აქ ყოფნამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა პარტიის დაარსება.პარტიის პროგრამა მინიმუმი იქნება რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მოვიცვათ ყველა სოფელი და რეგიონი . ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო რადგან თუ ვინმე ოდესმე მისმენდა , იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ , ასევე თვითმმართველობის გაძლიერების მიმართ , რომ ახლანდელი თვითმმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი და ასევე რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივ მრეწველობის განვითარებაზე აი ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი , რადგან ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმმართველობას , სამართლიანობას და მრეწველობას , რომელიც გადაარჩენს ქვეყანას.მინდა ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს , მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტიის დაფუძნებაში .
გამოხატეთ თქვენი აზრი თუ ხართ მზად თანამშრომლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის.თქვენი გოგი წულაია , მადლობა ყველა იმ ადამინს ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ როგორც პარტიის შექმნაში ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში''-, წერს  გოგი წულაია.

დაკავებამდე გოგი წულია ,, პოლიტიკური პარტიის ,, თავისუფალი საქართველოს'' თანათავმჯდომარე იყო. მან პარტია 7 მარტს დატოვა.

გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მან გულზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა.

პოლიტიკოსს ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გოგი წულაიამ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
Print
თეგები: #გოგი წულაია