ახალი ამბები
საქართველოში სულ 109 395 ადამიანია აცრილი
FaceBook
ვოლო 24 საათის მონაცემებით საქართველოში დღიურად აიცრა - 3866 ადამიანი. 
სულ აცრილია 109395 ადამიანი. 

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის დაწყებიდან გასულია 51 დღე.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესს, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც შეუერთდნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საქართველოშიც,ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ადამიანიდან ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს 1.8 ადამიანს.

საქართველოში ასევე შეომოსულია ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი". „სინოვაკით“ აცრაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. 


Print