ახალი ამბები
26 მაისიდან მღვიმეები და კანიონები ვიზიტორებს მიიღებენ
FaceBook
26 მაისიდან, საქართველოს ეროვნულ პარკები იხსნება.
ოკაცეს კანიონი, მარტვილის კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ვიზიტორთათვის მუშაობას დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე განაახლებენ.

​დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ სავალდებულოა კოვიდ 19-ის წინაღმდეგ რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას სავალდებულოა პირბადე, რომელიც კარგად ფარავს ცხვირსა და პირს, ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა, სავალდებულოა 2 მეტრიანი დისტანცია.

სააგენტოს ცნობით, რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით.

დასავლეთ საქართველოში მღვიმეების და კანიონების გახსნას საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია, ერთი კვირის წინ ითხოვდა

ამავე თემაზე:

"დროულად გაიხსნას ტურისტული ობიექტები" - გიდების განცხადება
Print