ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველებმა ჭიათურაში მოშიმშილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს
FaceBook
პროტესტის 94-ე და შიმშილობის მეათე დღეს, სოფელ შუქრუთში რიონის ხეობის მცველები ჩავიდნენ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც თავად 200 დღეზე მეტია აქციებს მართავენ, შუქრუთელებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ თქმით, თუ საზოგადოება არ მიეჩვევა მსგავს ვითარებებში თანადგომის გამოხატვას, ასეთივე პრობლემის წინაშე ისინიც დადგებიან.

"ეს არის ჩვენი მომავალი თუ ხმას არ ამოვიღებთ, თუ თანადგომას არ გამოვიჩენთ ერთმანეთის მიმართ. შეხედეთ ​ამ ხალხს და გაიაზრეთ, რომ შორს არ არის ეს მდგომარეობა თითოეული ჩვენგანისგან. ვუცხადებთ თანადგომას და ბოდიშს ვუხდით, რომ ძალიან დაგვაგვიანდა", - განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, მარიტა მუსელიანმა.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით,  მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება, სამ თვეზე მეტია აპროტესტებენ. ათი დღის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს. შესაბამისი კომპენსაციების მიღების მოთხოვნით კოროხნალის მაღაროსთან ხუთი ადამიანი შიმშილობს.

სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან.  "ჯორჯიან მანგანეზმა"  კომპენსაციების გაცემა უკვე დააანონსა, თუმცა, ადგილობრივების ნაწილი მასზე უარს ამბობს, რადგან სამუშაოების მწარმოებელი კომპანია გასაცემი თანხის რაოდენობას კერძო აუდიტორის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ითვლის.


შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.



ამავე თემაზე:

"ჯორჯიან მანგანეზის" სიტყვიერი დაპირების არ გვჯერა" - შუქრუთელები პროტესტს აგრძელებენ


ჭიათურაში შიმშილობა კიდევ ერთმა ადამიანმა დაიწყო


შიმშილობის მეოთხე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

შუქრუთელების მდუმარე პროტესტი (ფოტო)


"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის პროტესტზე


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ჭიათურაში კომპენსაციების მიღების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა


Print
თეგები: #შუქრუთი