ახალი ამბები
"SMART" კონკურსი ინგლისურ ენაში 6 დეკემბერს იწყება
FaceBook
3-დან 12 კლასამდე მოსწავლეებს შორის კონკურსი ინგლისური ენაში "SMART Competition" მიმდინარე წლის 6 დეკემბერს იწყება.
კონკურსი საქართველოს 12 ქალაქში ჩატარდება. ქუთაისელ მოსწავლეებს კონკსურსი ა. რაზმაძის #41 ფიზიკა-მეთემატიკის საჯარო სკოლაში ჩაუტარდებათ.

"SMART Competition" ტიპის კონკურსი საქართველოში პირველად ხორციელდება. ორგანიზატორების განმარტებით, ტესტის სტრუქტურითა და ინოვაციური გამარჯვებულის გამოვლენის პრინციპით კონკურსი უნიკალურია.

საერთო შედეგთან ერთად, მოსწავლე შეფასებას ინგლისური ენის ცოდნის 5 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მიიღებს. ასევე, ცალკეული კრიტერიუმის მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული მოსწავლე, რომელსაც გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი ჯილდო.

პროექტის მხარდამჭერია "რობინსონის საერთაშორისო ასოციაცია", რომლის მიერ გამოყოფილი 60 000 ლარი სრულად დაიხარჯება პროექტში ჩართულ მოსწავლეთა თანადაფინანსებაზე. შესარჩევი პრე-ტესტი, რომელიც 1000-მდე კერძო და საჯარო სკოლაში ჩატარდა, 38 000 ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა. გამოვლინდა 7 000 თანადაფინანსების მფლობელი მონაწილე.

თუმცა, "რობინსონის სართაშორისო ასოციაციის" წარმომადგენლის გადაწყვეტილებით დამატებით დაფინანსდება 3 000 მოსწავლე.


Print