ახალი ამბები
წყალტუბოში მოსწავლის დაჭრაში, სავარაუდოდ, მონაწილე პირი დაკითხვის დროს ცუდად გახდა
FaceBook
წყალტუბოში, 18 წლის მოზარდის დაჭრის, სავარაუდო ინციდენტის მონაწილე დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა.
20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ბასრი საგნით დაჭრილი 18 წლის მოზარდი მკურნალობს.

ადვოკატის, ლედი ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად მივიდა განყოფილებაში და ის გამოძოიებასთან თანამშრომლობს.

,,დეტალებზე ვერ გესაუბრებით, ნებაყოფლობით მივიდა განყოფილებაში და მოულოდნელად ცუდად გახდა. ახლა სტაბილურია მდგომარეობა, ხვალ (21 მაისს) გამოწერენ", - განმარტავს ლედი ტუკვაძე.

18 წლის მოზარდი წყალტუბოში 17 მაისს ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრეს. მას ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამნისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარებს.



ამავე თემაზე:

წყალტუბოში მოსწავლის დაჭრაში, სავარაუდოდ, მონაწილე პირი პოლიციაში მივიდა

წყალტუბოში, სკოლასთან მოსწავლე დაჭრეს

წყალტუბოში დაჭრილ მოზარდს ორი ოპერაცია ჩაუტარდა
Print