ახალი ამბები
ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალის გაქურდვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე "საქართვრლოს ბანკის"  ფილიალის გაქურდვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს.
პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე შემთხვევის ადგილზე დააკავა. 

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 

Print
თეგები: #დაკავება