ახალი ამბები
წყალტუბოში მოსწავლის დაჭრაში, სავარაუდოდ, მონაწილე პირი პოლიციაში მივიდა
FaceBook
წყალტუბოში, სკოლის მოსწავლის დაჭრის საქმეში, სავარაუდოდ, მონაწილე პირი  წყალტუბოს რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.
უფლებადამცველის ინფორმაციით , მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პოლიციაში მისვლა თავად გადაწყვიტა, რადგან მას სურს ყველა კითხვას უპასუხოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლოს მეთორმეტე კლასელი დაჭრა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 




Print