ახალი ამბები
წყალტუბოში დაჭრილ მოზარდს ორი ოპერაცია ჩაუტარდა
FaceBook
წყალტუბოში 18 წლის მოზარდს, რომელიც დანით დაჭერეს, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

18  მაისს, მოსწავლე  მესამე საჯარო სკოლასთან  20 წლამდე ახალგაზრდამ დაჭრა.

წყალტუბოს  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი ამბობს,  რომ  ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

"მე,  როგორც ვიცი დაპირისპირება სკვერში, საჯარო სივრცეში მოხდა. საგაკვეთილო პროცესი უკვე დასრულებული იყო. რამდენადაც ვიცი, შელაპარაკება გოგოს გამო მოუვიდათ", -  ამბობს მამუკა ჩხეტიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

წყალტუბოში, სკოლასთან მოსწავლე დაჭრეს




Print