ახალი ამბები
წყალტუბოში, სკოლასთან მოსწავლე დაჭრეს
FaceBook
წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დანით დაჭრეს.
შემთხვევა მესამე საჯარო სკოლის შენობასთან მოხდა. 18 წლის ახალგაზრდა დანით მუცლის არეშია დაჭრილი.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი, სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა. ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაიყვანილი.

მას ოპერაცია გაუკეთდა. მომხდარზე ოჯახს საუბარი არ სურს.

შინაგან საქმეთა სამნისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარებს
Print