ახალი ამბები
"დროულად გაიხსნას ტურისტული ობიექტები" - გიდების განცხადება
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა  გიდების ასოციაცია, კოვიდპანდემიის გამო დაკეტილი მღვიმეების და კანიონების გახსნას ითხოვენ.
მათი განცხადებით, მათთვის გაუგებარია  თუ რატომ არის ამ დრომდე დაკეტილი ტურისტული ატრაქციები. 

"ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები - მღვიმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე,მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი ). ისედაც, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა, ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას.
გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან , ჩვენი ასოციაცია - სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ გაჟღერებულ მთავარ მოთხოვნებს :
დროულად გაიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ტურისტული ობიექტები ;

სრულად მოიხსნას კომენდატის საათი ;

დაჩქარდეს, ტურიზმის ინდუსტრიის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია",  -  ნათქვამია  გიდების ასოციაციის განცხადებაში.
Print