ახალი ამბები
17 მაისი - ორი დღესასწაულის დღე
FaceBook
17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეცაა. მას ლოკალური ხასიათი აქვს და მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.

Ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე 2004 წელს დაფუძნდა და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას და სიძულვილს. 

დღის დაარსების მე-9 ანუ  2013 წელს, ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში.

ამავე წლის 17 მაისი დასამახსოვრებელად "აღინიშნა" საქართველოში. Ძალადობის წინააღმდეგ მიმართული დღის აღნიშვნას დაპირისპირება მოყვა და ლგბტ პირებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობის დემონსტრირებად იქცა.

ათასობით მართლმადიდებელი აქტივისტი და სასულიერო პირი რამდენიმე ათეულ ლგბტ აქტივისტს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

Ამ მოვლენებმა 2013 წელს საქართველო ერთ- ერთ ყველაზე ჰომოფობ ქვეყანთა სიაში მოახვედრა. ორგანიზაცია World Value Survey -ის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებდა.

ოჯახის სიწმინდის დღე საპარტიარქოს ლოცვა -კურთხევით 2014 წელს დაფუძნდა და ერთგვარი პასუხად იქცა იმ მოვლენების მიმართ, რაც 2013 წლის 17 მაისს საქართველოში მოხდა.

17 მაისს სხვადასხვა ჯგუფები საქართველოში განსხვავებულად აღნიშნევენ, ორი განსხვავებული შინაარსის აქციით.

საქართველოში აფუძნებენ ახალ „წმინდა“ დღეს, მიუხედავად ამისა ქვეყანა მაინც რჩება ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტურობის მაჩვენებლით, როგორც პოსტსაბჭოთა, ასევე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე. აქ ებრძვიან ადამიანებს, რომლებიც რაღაცით განსხვავდებიან და არ ჯდებიან საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ ნორმებში.

ებრძვიან ფიზიკურად, ვერბალურად თუ „წმინდა“ დღესასწაულების სახელდახელოდ  დაფუძნებით. 

Print