ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
FaceBook

დღეს, ქუთაისის საბავშვო ბაღებში  სასწავლო პროცესი დაიწყო.


ააიპ ქუთაისის  საბავშვო ბაღების გაერთიანების  დირექტორის დავით  წიტაიშვილის განმარტებით, სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე ბაღის ყველა თანამშრომელს კოვიდტესტირება ჩაუტარდა.

მისი თქმით, ტესტირების შედეგად  #5 ბაღის ფილიალის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, შესაბამისად, ამ ბაღში პროცესი არ დაწყებულა.  

"დანარჩენ ბაღებში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს", - ამბობს  დავით წიტაიშვილი. 

კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს მხოლოდ შენობამდე მიიყვანენ.

აღმზრდელებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა  იზოლაციაში  გადაიყვანენ.

ბაღებში პირბადის ტარება სავალდებულოა აღმზრდელების გარდა, მზარეულებისთვისაც.

პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2020 წლის ნოემბერში შეწყდა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში განახლდა. 

ქალაქში სულ 37 საბავშვო ბაღია.


 

Print
თეგები: #ბაგა-ბაღები