ახალი ამბები
მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე აღკვეთეს
FaceBook
ქუთაისში, მეხანძრე-მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე აღკვეთეს.
112-ში შესული  ინფორმაციის შესაბამისად, გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

"შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად  მოხდა და  აალების საფრთხე აღკვეთეს. ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი", - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.  

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
Print