ახალი ამბები
ჭიათურაში შიმშილობა კიდევ ერთმა ადამიანმა დაიწყო
FaceBook
ჭიათურის სოფელ შუქრუთში მოშიმშილეების რაოდენობა გაიზარდა.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციების მიღების მოთხოვნით, პირი კიდევ ერთმა ადამიანმა ამოიკერა. კოროხნალის მაღაროსთან ახლა ოთხი აქტივისტი შიმშილობს. მათი თქმით, ვიდრე კომპანია კანონის შესაბამისად არ დაითვლის მათ ქონებას, არ აღწერს ზარალს და არ გასცემს შესაბამის კომპენსაციებს, პროტესტს არ შეწყვეტენ. ხვალიდან კი მოშიმშილეთა რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შეემატება.

"დღეს დაგვემატა ერთი ადამიანი. ოთხი ვშიმშილობთ უკვე. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ხვალ კიდევ ერთი დაიწყებს შიმშილობას", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი ჯანო ლაბაძე.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით,  მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება, 89-ე დღეა აპროტესტებენ. ხუთი დღის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.

თითქმის სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგელები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.


შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.



ამავე თემაზე:


შიმშილობის მეოთხე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

შუქრუთელების მდუმარე პროტესტი (ფოტო)


"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის პროტესტზე


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ჭიათურაში კომპენსაციების მიღების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა



Print