ახალი ამბები
გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა შემსუბუქდეს
FaceBook
კომენდანტის საათი შესაძლოა შეამცირონ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით კომენდანტის მოხსნას სახელმწიფო არ გეგმავს, თუმცა შესაძლოა კომენდანტის ხანგრძლივობა შემცირდეს.

,,აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით,პირბადის ტარების ვალდებულების შემსუბუქებას სახელმწიფო ამ ეტაპზე არ განიხილავს.

,,პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა''-, განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. 

ქვეყანაში კომენდანტის საათი ექვსი თვეა მოქმედებს.
Print