ახალი ამბები
ქუთაისის უნივერსიტეტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ვლადიმერ გაბრიჩიძე წარადგინა
FaceBook
ვლადიმერ გაბრიჩიძე იურიდული ფირმა "გაბრიჩიძე და კომპანიის" დამფუძნებელია.

ქუთაისის უნივერსიტეტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ვლადიმერ გაბრიჩიძე წარადგინა.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ გაბრიჩიძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის პოსტზე მხარდაჭერას რიგი მიზეზების გამო უცხადებენ.

"ქუთაისის უნივერსიტეტს არაერთხელ ჰქონია შეხება მასთან პროფესიული კუთხით. ბოლომდე ვენდობით მის პროფესიონალიზმსა და ინტელექტს. გარდა ამისა, ამ სფეროს წარმომადგენლის მხარდაჭერას გვავალდებულებს ისიც, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რევაზ ლაღიძე წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის სისტემაში და დარგში ერთ-ერთი წარმატებული პიროვნება გახლდათ. მისადმი პატივისცემა და დააწყებული საქმის ერთგულება გვაძლევს უფლებას ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ძირძველ ქუთაისელს, თავის დროზე ქუთაისის მესამე სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს და კარგი ოჯახის შვილს, ვლადიმერ გაბრიჩიძეს," - აღნიშნავს ქუთაისის უნივერსიტეტის დირექტორი, ნინო ხაზარაძე.

ვლადიმერ გაბრიჩიძე იურიდული ფირმა "გაბრიჩიძე და კომპანიის" დამფუძნებელია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

Print