ახალი ამბები
ბაღდათის მუნიციპალიტეტი 1 მილიონი ლარის სპეცტექნიკის შეძენას გეგმავს
FaceBook
"გადავწყვიტეთ, რომ ლიზინგის ფორმით შევიძინოთ საჭირო ტექნიკა".



ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ზამთრისთვის სამი ერთული სპეცტექნიკის შეძენას გეგმავს.  ტექნიკის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიონ ლარს შეადგენს.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტეში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არანაირი სპეცტექნიკა არა აქვთ. შეძენილი ტექნიკით კი  დიდთოვლობის დროს გზების გაწმენდას შეძლებენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, გელა მშვილდაძის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში სპეცტექნიკის გამოძახება ქუთაისიდან უხდებოდათ.

"ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ ლიზინგის ფორმით შევიძინოთ საჭირო ტექნიკა", - ამბობს მშვილდაძე.
Print