ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 17 მაისს განახლდება
FaceBook
ბაგა-ბაღები სასწავლო პროცესი ორშაბათს, 17 მაისს განაახლებენ.
ქუთაისში ბაგა-ბაღების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე ყველა პედაგოგს კოვიდ ტესტირება ჩაუტარდება.

"პარასკევიდან დავიწყებთ კოვიდ ტესტირებას, ვისაც დაუდასტურდება, რა თქმა უნდა, ბაღში ვერ მივა", -  ამბობს დავით წიტაიშვილი.

ბაგა-ბაღებში სააღდგომო არდადეგები 30 აპრილს დაიწყო.

კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს მხოლოდ შენობამდე მიიყვანენ.

აღმზრდელებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა გადაიყვანენ იზოლაციაში.

ბაღებში პირბადის ტარება სავალდებულოა აღმზრდელების გარდა, მზარეულებისთვისაც.

პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2020 წლის ნოემბერში შეწყდა.

ქალაქში სულ 37 საბავშვო ბაღია.



Print