ახალი ამბები
ჭიათურაში კომპენსაციების მიღების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა 
FaceBook
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროსთან სამმა ადგილობრივმა  პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

სოფლის მცხოვრებლები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ სამუშაოების წარმოებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მათი სახლები ინგრევა. შუქრუთის მცხოვრებლები მოითხოვენ შეწყდეს მარგანეცის მოპოვებითი სამუშაოები და კომპანიამ მათზე შესაბამისი კომპენსაციები გასცეს.

"ინგრევა სახლები. ყველას სახლი დაბზარულია შუქრუთში. კომპანია მხოლოდ ზეპირად ეუბნება ხალხს კომპენსაციებს მოგცემთო და არც ერთ ოჯახს ხელშეკრულებას არ უფორმებს. მოვითხოვთ, შეწყდეს მაღაროს მუშაობა და ადამიანებმა მიიღონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველდღე კიდევ ორი ადამიანი ამოიკერავს პირს", - ამბობს ჯანო ლაბაძე.

შუქრუთის მოსახლეობა მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გასული წლის მარტშიც ითხოვდა. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მათ მაღაროს პიკეტირება  მოახდინეს, თუმცა, პრობლემა არ მოგვარდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

ამავე თემაზე:


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის
Print