ახალი ამბები
კოვიდვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 84 240 პირმა გაიარა
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღეს, 10:00 საათის მდგომარეობით, 84 240 მსურველია დარეგისტრირებული.
მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 75 545 -ს "ფაიზერით" ვაქცინაცია სურს. "მოდერნას" ვაქცინით აცრის სურვილი 33 395 ადამიანმა გამოთქვა. ,,ასტრაზენეკას''- 16 643 მოქალაქეს. "სინოფარმით" აცრის მსურველთა ოდენობა გაიზარდა და ის 13 020-ს შეადგენს. 9541-მა კი "ჯონსონი და ჯონსონი" აირჩია. ,,სინოვაქსით''- 6384 მოქალაქეს , ,,სინოვაკით'' კი 1465-ს.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება კოვიდ -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

აცრის პუნქტებში ჯავშნის გასაკეთებლად გადადით ბმულზე, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 1522.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო.

10 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 62 447 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი.
Print