ახალი ამბები
დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს
FaceBook
დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები, უწყებათაშორისი საბჭოს წევრები დღეს იმსჯელებენ.
უქმე დღეებისთვის განსაზღვრული პერიოდი  12 მაისს იწურება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს ვადა გახანგრძლივდეს და შესაბამისად, 12 მაისის შემდეგაც არ განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, არ იმუშაონ ბაღებმა და სკოლებმა და ასევე, არ აღადგინონ მუშაობა სხვა საჯარო დაწესებულებებმა.

ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი 6 თვეზე მეტია მოქმედებს. 

11 მაისის მონაცემებით,1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  

ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში  62 447 მოქალაქეა აცრილი. მათგან 10 852 ორი დოზით.


Print