ახალი ამბები
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის 11 მაისის პროგრამა
FaceBook
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გრძელდება.
ფესტივალის ფარგლებში 10 მაისს საკონკურსო ფილმებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ჩინური და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები. 

კინო საქართველოს დარბაზებში 11: 00 საათზე წარმოდგენილი იქნება  საკონკურსო ფილმები:

ნავსაყუდელი - რეჟ. ელენა გრიჯო იტალია, 2019, 30 წთ.

ქალი-მგელი - რეჟ. სვეტლანა ტრებული საფრანგეთი, 2019, 23წთ. 

სამშობლო - რეჟ. კრისტინა სპასოვსკა ბულგარეთი, 2019. 14 წთ. 

ჭადარი - რეჟ. მეჰმეთ თიღლი თურქეთი, 2019, 15 წთ. 

ჩვენს წასვლამდე - რეჟ. ელენე ცაგარეიშვილი საქართველო, 2019, 16 წთ.

14:00 დაიწყება თანამედროვე ჩინური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.

She Runs (2019), / რეჟ. ქიუ იანგი.

პოეტი და მომღერალი (2012) 22 წთ (შავ-თეთ) - რეჟ. ბი განი

საზღვარზე (2018) 15 წთ (ფერადი) - რეჟ. შუჯუნ ვეი

ზაფხულის კაშკაშა დღიური (2020) 27 წთ (ექსპ. ანიმაცია; ფერადი) - რეჟ. ლეი ლეი 

16 საათზე დაიწყება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება - დროის მიღმა დარჩენილები.

თემო (30წთ) - რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე 

დინოლა (15წთ) - რეჟ. მარიამ ხაჭვანი  პირველი დღე (24წთ) - რეჟ. თამარ შავგულიძე 

ანას მოლოდინში (15წთ) - რეჟ. გიორგი მუხაძე ანდრო (25წთ) - რეჟ. თორნიკე გოგრიჭიანი.

ფესტივალის მთავარ კონკურსში (10 დან 30 წთ-მდე) მონაწილეობს 15 ფილმი.

მეორე კონკურსში (1 დან 5 წუთამდე ფილმები) მონაწილეობს 26 ფილმი.

ფესტივალი გამარჯვებულებს 12 მაისს დაასახელებს.

საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს, "ოქროს დინოზავრს", გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.

1-5 წუთიანი ფილმების კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი და მოყვარული ავტორები, საუკეთესო ფილმისთვის გაიცემა 1 პრიზი სახელწოდებით "დინოზავრის ნაკვალევი".

სეანსებზე გაიმართება "კინო საქართველოს" კინოდარბაზებში
Print