ახალი ამბები
გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
FaceBook
გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დღეს, 12 საათზე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
პოლიტიკოსის ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით, გოგი წულაია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

"გოგი წულაია არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი, რატომ უნდა აღიაროს ის რაც არ ჩაუდენია", - განმარტავს გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გოგი წულაიამ დაკაბემადე რამდენიმე დღით ადრე  ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჯესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ამავე თემაზე:



Print