ახალი ამბები
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმოამდგენბლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იბრძოდა, რომელთაგან დაახლოებით 200 000 ბრძოლის ველზე დაეცა. დაღუპულთა შორის 10 152 ქუთაისელი იყო.

ფაშიზმზე გამარჯვებას მსოფლიო 8 მაისს აღნიშნავს, ვინაიდან გერმანიის კაპიტულაციის აქტს ხელი სწორედ ამ დღეს მოეწერა, აქტიური საბრძოლო მოქმედებები კი იმავე დღის მიწურულს შეწყდა. მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი დგებოდა. ამის გამო, 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისს აღნიშნავს.
Print