ახალი ამბები
მაშველებმა მდინარე რიონში ერთი თვის წინ დაკარგული მამაკაცი იპოვეს
FaceBook
მდინარე რიონში, სოფელ ნამოხვანში დაკარგული მამაკაცის ცხედარი ერთთვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.

"ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია",  ნათქვამია საგანმგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული  450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი იყო ჩართული. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.

რიონის ხეობაში, მდინარე რიონში მამაკაცი, 10 აპრილს გადახტა. ხეობაში ამბობენ, რომ მამაკაცი ჰესის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. მას კარგად არც იცნობდნენ. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ იყო. ის სხვებთან ერთად სადილობდა, რის შემდეგ გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.


Print