ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმით, „ჰარი-ჰარალე დედაო!..“ გაიხსნება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 8 მაისს, ფილმით "ჰარი-ჰარალე დედაო"  გაიხსნება.

ფილმის რეჟისორი ლეო გაბრიაძეა. ფილმი ავტობიოგრაფიული შინაარსისაა და რეზო გაბრიაძეს ეძღვნება. 

ფესტივალი 17 საათზე ლადო მესხიშვილის თეატრში გაიხსნება. 

ფესტივალის მთავარ კონკურსში (10 დან 30 წთ-მდე) მონაწილეობს 15 ფილმი, მეორე კონკურსში (1 დან 5 წუთამდე ფილმები)  - ს 26 ფილმი.

ფესტივალი გამარჯვებულებს 12 მაისს დაასახელებს.

სეანსები გაიმართება "კინო საქართველოს" დარბაზებში.

ყველა კინოჩვენებაზე დასასწრები ბილეთები უფასოა.

ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ტარდება.


Print