ახალი ამბები
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს
FaceBook
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება.

აქტივისტებმა მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმა ამჯერად ცაგერში გააცნეს.

მათი თქმით, ეს არის 23 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი შეხვედრა. ნამახვანის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია - ისინი მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

მათ  ასევე ისაუბრეს, გავრცელებულ ინფორმაციაზე აქტივისტების პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ ისინი არცერთ პარტიას არ უერთდებიან.

ჰესის მოწინააღმდეგეები მომდევნო დღეებში აქციებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამართავენ.

ჰესის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში შეიკრიბებიან და ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.

აქტივისტები, სოფელ ნამოხვანში პოლიციის მიერ კარვების დარბევის შემდეგ, ღამეებს გუმათჰესთან ათევენ.

ხელისუფლებასთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსეს. მანამდე, მათი თქმით, სხვადასხვა ქალაქში შედარებით მცირე მასშტაბის აქციები გაიმართება და პროტესტი იქნება უწყვეტი მანამდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

Print