ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 443 პაციენტი მკურნალობს. მათგან 114 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 12 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 080. 

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 564 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 320 830-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 693 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 299 500-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 263 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 384 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 043 პისიარ ტესტით.

7 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.71%.


Print