ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ოჯახის წევრები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
FaceBook
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იბრძოდა, რომელთაგან დაახლოებით 200 000 ბრძოლის ველზე დაეცა. დაღუპულთა შორის 10 152 ქუთაისელი იყო.

ფაშიზმზე გამარჯვებას მსოფლიო 8 მაისს აღნიშნავს, ვინაიდან გერმანიის კაპიტულაციის აქტს ხელი სწორედ ამ დღეს მოეწერა, აქტიური საბრძოლო მოქმედებები კი იმავე დღის მიწურულს შეწყდა. მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი დგებოდა. ამის გამო, 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისს აღნიშნავს.


Print