ახალი ამბები
8 მაისს ქუთაისში ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იხსნება
FaceBook
8 მაისს,  ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება. 

იგი სამ დღეს გაგრძელდება და 12 მაისს დასრულდება. 

ფესტივალი 8 მაისს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება ლეო გაბრიაძის ფილმით "ჰარი ჰარალე დედაო" . 

კონკურსის ორგანიზატორების  ინფორმაციით,  ფესტივალმა მიიღო 500-მდე ფილმი მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან. საკონკურსო ფილმებს შორის არის ფილმები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, ირანიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, პაკისტანიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან.

ფესტივალის მთავარ კონკურსში (10 დან 30 წთ-მდე) მონაწილეობს 15 ფილმი.

მეორე კონკურსში (1 დან 5 წუთამდე ფილმები) მონაწილეობს 26 ფილმი.

ფესტივალი გამარჯვებულებს 12 მაისს დაასახელებს.

საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს, „ოქროს დინოზავრს“, გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.

1-5 წუთიანი ფილმების კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი და მოყვარული ავტორები, საუკეთესო ფილმისთვის გაიცემა 1 პრიზი სახელწოდებით „დინოზავრის ნაკვალევი“.

სეანსებზე გაიმართება "კინო საქართველოს" კინოდარბაზებში

კინოჩვენებებთან ერთად ფესტივალის პროგრამა მოიცავს საგანამანათლებლო ღონისძიებებსაც. მასტერკლასებს ჩაატარებენ: კინორეჟისორი, პროდუსერი ლევან გაბრიაძე, ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი, კინოოპერატორი ალექს ბერკოვიჩი. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში დაგეგმილია "სცენარის განვითარების ვორქშოპი", რომელიც დამწყებ სიანეასტებს დაეხმარება მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარზე მუშაობაში. ვორქშოპის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ კინოპროფესიონალები: კინოდრამატურგი გივი ბესიკ ოდიშარია, კინორეჟისორი ლევან კიტია, კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი გელა ბაბლუანი.

ყველა კინოჩვენებაზე დასასწრები ბილეთები იქნება უფასო.

ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ტარდება.


Print