ახალი ამბები
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა გაფიცულები არიან
FaceBook
ხარაგაულში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები, მეორე დღეა გაფიცულები არიან.
პაატა ყიფშიძე წელიწად-ნახევარია მაგისტრალის მშენებლობაზე მუშაობს, ის სოფელ უბისაში ცხოვრობს და ყოველდღე სამუშაო ადგილამდე მისასვლელად ტრანსპორტი სჭირდება. ამისთვის მას ყოველდღიურად 10 ლარი სჭირდება. 

ამბობს, რომ ეს მისთვის დამატებითი ხარჯია, რადგან კომპანია მგზავრობის ფულს არ უნაზღაურებს.

გაფიცული მუშის თქმით, ყიფშიძეებიის ოჯახის მთავარი შემოსავალი მაგისტრალის მშენებლობაზე აღებული თანხაა,  რომელიც ოჯახის შესანახად ძლივს ყოფნით.

"30 ლარი მაქვს დღეში. ამაში შედის  გზის და კვების ხარჯი და რაც დამრჩება იმით ოჯახი უნდა  გამოვკვებო. გეკითხებით, ახლა ეს ნორმალურია?!".

პაატას თქმით, მაგისტრალზე დასაქმებულ მუშებს მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ, კომპანია კი მინიმალურ გასამრჯელოს იხდის.

"სიცოცხლისთვის საშიშ საქმეს ვაკეთებთ მინიმალური ანაზღაურებით, მეორე დღეა აქ ვდგავარ და ჯერჯერობით არაფერი, 

კომპანიამ ერთ კვირიანი ვადა გვთხოვა მაგრამ მე არ მჯერა მათი ნათქვამი სიტყვების'',
- ამბობს პაატა ყიფშიძე.

პაატა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულების მსგავსად ხელფასის 30%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

ამ დროისთვის პაატასთან ერთად გაფიცულია 200-მდე ადამიანი. დასაქმებულებს, მსგავსი მასშტაბური აქცია აქამდე არ გაუმართავთ.

გაფიცულ მუშებს სოლიდარობას ახალი პროფკავშირები უცხადებს.

საქართველოს რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის ვიტალი გიორგაძის თქმით, მუშების მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები ლეგიტიმური და კანონიერია.

"სრული უფლება აქვთ არ შეასრულონ ისეთი სამუშაო რაც სიცოცხლისთვის საშიშია, ამასთან გასამრჯელო არის მინიმალური, ოჯახს ვერ უკეთებენ ამ ანაზღაურებით ვერაფერს, ამიტომაც მათი მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური'',- განმარტავს ვიტალი გიორგაძე.

ადგილზე სამუშაოებს გზების და ხიდების ჩინური კომპანია "ჰუ ნა ნი" ასრულებს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი საკითხის განსახილველად ერთკვირიან ვადას ითხოვენ და გაფიცულებს მოლაპარაკებაზე ათი ადამიანის შეყვანას სთავაზობს. 

ამავე თემაზე:

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული გაიფიცნენ
Print