ახალი ამბები
გუმათისა და რიონის ჰესების საგუბარებს ცლიან
FaceBook
მდინარე რიონში 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის მოსაძებნად, გუმათჰესისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარებს წყლისგან ცლიან.

სამუშაოები 10 საათი გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმუშავებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს, თითქმის ერთი თვეა ეძებენ. ნიკა ანთიძე, რომელიც მდინარეში სოფელ ნამოხვანიდან გაუჩინარდა, ღამეებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარვებში ათევდა. ხეობაში ამბობდნენ, რომ მამაკაცი აქტივისტებს  შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე შეუერთდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებოდნენ, მამაკაცი სხვებთან ერთად სადილობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა. მათივე თქმით, ნიკა ანთიძის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მან დახმარებაზე უარი თქვა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

Print