ახალი ამბები
Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით განაახლებს
FaceBook
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით განაახლებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მაისიდან ფრენები აღდგება რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულები.

საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე
https://keleiviams.nvsc.lt/en/form.

პოლონეთის მთავრობა მგზავრებისთვის წინასწარი რეგისტრაციის შესავსებ სპეციალურ ფორმას არ ითხოვს. დეტალური ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით იხილეთ: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx?lang=en-US

კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ფრენების შესრულება გასული წელს, მარტში შეწყდა.

2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.


Print
თეგები: #wizz Air #ფრენები